(პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი)
კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიის სწავლას, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს დამოუკიდებლად
განახორციელოს კომპანიის საბუღალტრო საქმიანობა, ფინანსური და საგადასახადო კუთხით მართვა და შედეგების ანალიზი.
სრული კურსი შედგება 4 კომპონენტისგან
1. ფინანსური აღრიცხვა
ფინანსური აღრიცხვის კომპონენტი მოიცავს საბუღალტრო გატარებებს, მათ გაანალიზებას და ოპერაციების სწორად
შეფასებას. საბუღალტრო პროგრამა Oris-ში და Excel – ში ოპერაციების აღრიცხვას.
მსემენელებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშავონ რეალური კომპანიის მაგალითებზე ოპერაციების
შესრულებისას.
2. საგადასახადო კოდექსი
ამ კომპონენტის ათვისების შემდეგ მსმენელი შეიძენს საგადასახადო კოდექსთან მუშაობის
გამოცდილებას. კურსი მოიცავს კოდექსში შესული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულ
შესწავლას და გაანალიზებას.
3. rs.ge-სთან მუშაობა
მე-3 კომპონენტის გავლის შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებლად იმუშაოს rs.ge-სთან,
მიიღოს/გააგზავნოს საბუთები და ჩააბაროს კომპანიის საგადასახადო დეკლარაციები.
4. საგადასახადო მანუალები
მე-4 კომპონენტის ათვისების შემდეგ, მსენელი დაეუფლება საქართველოში მოქმედი საგადასახადო
კოდექსის მიხედვით დადგენილი ნორმების სწორად შეფასების და კომპანიის მომავალი რისკების
თავიდან აცილების სტრატეგიებს.
ჯგუფური პროგრამა:
პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება სამუშაო დღეებში კვირაში ორჯერ
19:00 – 22:00 (3 საათი 10 წუთიანი შესვენებით)
კურსის ხანგრძლივობა 5 თვე
ჯგუფი 4-5 მონაწილე
კურსის ერთი თვის საფასური - 280 ლარი
ინდივიდუალური პროგრამა:
შესაძლებელია დროის შერჩევა
სამუშოა დღეებში 19:00-22:00
არასამუშაო დღეებში 10:00 – 13:00
კურსის ხანგრძლივობა 5 თვე
კურსის ერთი თვის საფასური - 350 ლარი
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი